საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 269 საავადმყოფო, საწოლთა ფონდი კი 17.9 ათასს შეადგენდა, რაც 13%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 5.1 დღე შეადგინა (2021 წელს – 6.2 დღე), ხოლო დატვირთვამ –167.2 დღე (2021 წელს – 201.2 დღე).
ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 284 ერთეულს შეადგენდა (2021 წელს – 2 272). აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 15.2 მილიონს გაუტოლდა, რაც 1.3%-ით აღემატება 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2022 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რაოდენობა 6,2%-ით არის გაზრდილი და 23.9 ათასს შეადგენს (2021 წელს 22.5 ათასი შეადგინა). ხოლო საექთნო პერსონალის რიცხვი 22 ათასია, რაც 1,4%-ით მეტია წინა წლის მონაცემზე.