საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების მოცულობა იზრდება.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ივნისის ბოლოსთვის ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 46.79 მლრდ ლარი შეადგინა. 1 თვეში დეპოზიტები 2.88%-ით, ანუ 1.31 მლრდ ლარით არის გაზრდილი.
მაისთან შედარებით, ივნისში ვადიანი დეპოზიტები 1.50 მლნ ლარით (0.01%) გაიზარდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.31 მლრდ ლარითაა (4.74%) გაზრდილი.
ერთ წელიწადში კი ანაბრების მოცულობა ბანკებში 22,2%-ით არის გაზრდილი. შარშან, ივნისის ბოლოს, ბანკებში 38.27 მილიარდი ლარის დეპოზიტი იყო განთავსებული.
2023 წლის ივნისის ბოლოსთვის, ანაბრების ლარიზაციის კოეფიციენტი 49.23%-ს შეადგენს. გასული თვის ბოლოს არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.28%-ით შემცირდა.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი განაკვეთი ივნისში 8.45%-ს შეადგენდა, ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე განაკვეთი 10.91%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე კი 1.47%-ია.
უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების 78.36% აშშ დოლარშია, ხოლო ევროში დეპოზიტების 19.17%-ია განთავსებული.