Twitter-ის ლოგო- ცნობილი ლურჯი ჩიტი შეიძლება დღეს შეიცვალოს.
სოციალური ქსელის მფლობელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ Twitter-ის ლურჯი ჩიტი X-ის გამოსახულებით შეიცვლება.
მან პოსტში თქვა, რომ თავისი მილიონობით ფოლოვერი გამოკითხა, ემხრობოდნენ თუ არა საიტის ლურჯი ფონის შავით შეცვლას და მან გამოაქვეყნა X-ის ფოტო შავ ფონზე.
„მალე ჩვენ დავემშვიდობებით Twitter-ის ბრენდს და თანდათან ყველა ჩიტს“, – განაცხადა ბიზნესმენმა.
მისივე თქმით, აპირებს რეკლამის განმთავსებლები თანდათან უკან დააბრუნოს.
მასკმა აღიარა, რომ Twitter-ის სარეკლამო შემოსავალი თითქმის განახევრებულია.
მისი ხელმძღვანელობის პირობებში, Twitter-მა შეიცვალა სახელი (X Corp) რაც ასახავს მილიარდერის ხედვას, შექმნას „სუპერ აპლიკაცია”, როგორიცაა ჩინეთის WeChat.
კომპანია მომხმარებლებისა და მარკეტინგის სპეციალისტების მხრიდან კრიტიკის ქვეშ მოექცა, როდესაც დაახლოებით ერთი თვის წინ, პოსტების წაკითხვაზე ლიმიტები შემოიღო.