დღეს, 24 ივლისს, დილის 4 საათზე, მოსკოვზე ორი უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განხორციელდა.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დრონი ორ არასაცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. ერთ-ერთი მათგანი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენების სიახლოვეს მდებარეობს.
„არანაირი სერიოზული დაზიანება ან მსხვერპლი არ არის“, – წერს მოსკოვის მერი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ორი უკრაინული საფრენი აპარატი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და ჩამოაგდეს.
რუსული მედიის ცნობით, პირველი საფრენი აპარატის ნამსხვრევები კომსომოლსკის პროსპექტზე მე-17 კორპუსან აღმოაჩინეს, რომელიც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შენობის სიახლოვესაა.
დრონის დაცემის ადგილთან ახლოს არის სამხედრო უნივერსიტეტი და ასევე, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს რამდენიმე საიდუმლო ობიექტი, კერძოდ, GRU-ს კიბერშეტევის შტაბი.
მეორე დრონი ლიხაჩევის გამზირზე მშენებარე ბიზნესცენტრს დაეჯახა. შედეგად, 50 კვადრატულ მეტრ ფართობზე შენობაში მე-17 და მე-18 სართულების მინები ჩამსხვრეულია. ამავე შენობაში მდებარეობს მაღაზია Leroy Merlin. ორივე პროსტექტი გადაკეტილი იყო.