რუსულ ბანკ Unistream-ს, რომელიც სწრაფი გადახდის სისტემის ოპერატორიც არის, აშშ-მა სანქციები დაუწესა.
შესაბამისად, ამ სისტემის მეშვეობით ფულადი გადარიცხვები შეჩერებულია.
Unistream სწრაფი გადახდების სისტემების ჩამონათვალიდან უკვე ამოიღო ორმა უმსხვილესმა ქართულმა ბანკმა – საქართველოს ბანკმა და TBC-მ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ Unistream-ით ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.
კომპანიამ განაცხადა, რომ უკვე შეიმუშავა მექანიზმები პარტნიორებთან შეუფერხებელი გადარიცხვების გასაგრძელებლად.
Юнистрим-ის გარდა აშშ-ის სანქციების ქვეშ აღმოჩნდა რუსული Тинькофф Банк და Локо-Банк.