რუსების თავდასხმის შედეგად ჩორნომორსკის პორტში 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა, – ამის შესახებ უკრაინის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის სამინისტრომ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი დაადანაშაულა იერიშის განზრახ მიტანაში მარცვლეულის ობიექტებზე.
„რუსმა ტერორისტებმა განზრახ ამოიღეს მიზანში მარცვლეულის შეთანხმების ინფრასტრუქტურა. ყოველი რუსული რაკეტა არის დარტყმა არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ყველა ადამიანზე მსოფლიოში, ვისაც ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრება სურს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
18-19 ივლისის ღამეს რუსეთმა დაბომბა ოდესისა და ჩორნომორსკის პორტებში განლაგებული მარცვლეულის ტერმინალები და საპორტო ინფრასტრუქტურა, რომლებიც მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობდნენ.
თავდასხმის შედეგად განადგურდა 60 000 ტონა მარცვლეული, რომელიც მარცვლეულის დერეფნით რუსეთს უკვე დაბლოკილი აქვს, ჯერ კიდევ 2 თვის წინ უნდა გაგზავნილიყო.
სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტად დაზარალდა საერთაშორისო და უკრაინული კომპანიების – Kernel, Viterra, CMA CGM Group ინფრასტრუქტურა.
„ეს არის ტერორისტული აქტი არა უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ… თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ექსპორტს, ყველაზე ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის გადარჩენა კითხვის ქვეშ დადგება. ყველა ქვეყანა ვერ შეძლებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ყიდვას, რადგან გაძვირდება საკვები პროდუქტები: ფქვილი, მარცვლეულის, ხორცი“, – აღნიშნა უკრაინის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მინისტრმა მიკოლა სოლსკიმ.