რუსეთის პრეზიდენტი არ ჩავა BRICS-ის სამიტზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ის ჰააგის სამართლის ორდერის საფუძველზე უნდა დაეკავებინათ.
ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, კირილ რამაფოსის ოფისმა განაცხადა.
„ორმხრივი შეთანხმებით, სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება. რუსეთის ფედერაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.
სამიტს ბრაზილიის, ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის ლიდერები დაესწრებიან.
ამ დრომდე გაურკვეველი იყო, წავიდოდა თუ არა პუტინი სამიტზე, რადგან სამხრეთ აფრიკა, რომელიც რომის სტატუტის მხარდამჭერია, ვალდებული იქნებოდა, პუტინი დაეპატიმრებინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერით.
მანამდე, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა რამაფოსამ განაცხადა, რომ ელოდა ვლადიმერ პუტინის მონაწილეობას BRICS-ის სამიტში.
გასულ კვირას კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკამ რუსეთს პუტინის ნაცვლად ლავროვის გაგზავნა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.