PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 1.9%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ასევე გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, ხოლო მათი რიცხვი, რომლებიც 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდნენ, შემცირდა.
2024 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 23.3%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.8%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
2024 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 21.7%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
PMCG, შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ ბოლო ერთ წელიწადში გაზრდილია ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს. მათი რიცხვი 2024 წლის იანვარში, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.1%-ით არის მომატებული, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.7%-ით არის გაზრდილი.