1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. უმრავლესობა – ქალები. მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც.
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში შევიდა როგორც ტრაგედიის და, ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.