83 ხმით, 22-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა „უცხოური აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა მთელი დღის განმავლობაში მწვავე კამათით მიმდინარეობდა.
ოთს დეპუტატს სალომე სამადაშვილს, თინა ბოკუჩავას, გიორგი ბოტკოველს და თაკო ჩარკვიანს სხდომა დაატოვებინეს.
დღევანდელ განხილვაზე მომხსენებელი ანრი ოხანაშვილი იყო, რომელმაც ოპონენტების არცერთი შეთავაზება არ გაითვალისწინა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძეს ჰქონდა შეტავაზება, რომ კანონპროექტში „უცხო ძალის“ ნაცვლად, რუსეთი ჩაწერილიყო.
პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრის სანდრო რაქვიაშვილის შეთავაზება იყო, კანონი 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულიყო და გადაწყვეტილება არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას მიეღო.
კანონპროექტის საბოლოოდ მისაღებად, მან კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე სამ-სამი მოსმენა უნდა გაიაროს და საბოლოოდ კენჭი უყარონ.
მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი დასახელდა.
ცნობისთვის, ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.
აღნიშნულ კანიონპროექტს აპროტესტებს მოსახლეობის დიდი ნაწილი. უკვე რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები იმართება