საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $10,266 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.1%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $3, 050 მილიარდი იყო (გაიზარდა 19.2%-ით), ხოლო იმპორტი – $7, 215.8 მილიარდი (გაიზარდა 20.4%-ით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ივნისში $4,165.4 მილიარდი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6%-ია.