მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე მოთხოვნის გამო 5G სწრაფად მზარდ ინტერნეტ ტექნოლოგიად იქცა. 2023 წლის ბოლოსთვის მისი მომხმარებლების რიცხვმა1,5 მილიარდს გადააჭარბა.
TBC Capital-ის შეფასებით, 5G სისტემებს აქვთ პოტენციალი ერთი გიგაბაიტის ღირებულება გრძელვადიან პერსპექტივაში 90%-ზე მეტით შეამცირონ.
5G-ის დანერგვის საწყისი ხარჯები მაღალი იქნება. ის გადააჭარბებს 4G-ს ხარჯებს, რაც მოიცავს როგორც ტექნიკის, ასევე მომსახურების ღირებულებას. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს მატება თანდათან შემცირდება ბაზრის გაფართოებისა და კონკურენციის გაძლიერების პარალელურად.
5G-ის დაფარვა თანდათან იზრდება, მისი ინოვაციური შესაძლებლობების – მაღალი სიჩქარის, მინიმალური დაყოვნების და ქსელის ტევადობის გამო.
მისი ტრაფიკი ქმნის არსებული 4G ქსელების გადატვირთვის მნიშვნელოვან რისკს. ოპერატორებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადადებენ 5G ინვესტიციებს, მაინც მოუწევთ ინფრასტრუქტურის ხარჯების გაზრდა მზარდი ტრაფიკის სამართავად.
კომპანიებს 4G ტექნოლოგიით, მოეთხოვებათ ურბანულ რაიონებში დიდი რაოდენობის ანძების და ანტენების დაყენება, რადგან მონაცემთა მოხმარება სწრაფად იზრდება.
5G უზრუნველყოფს მონაცემთა დაახლოებით შვიდჯერ უფრო დიდი მოცულობას, 4G-თან შედარებით.