ბანკებმა მარტში 200 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. მარტის ბოლოს მათ 588 მლნ ლარის მოგება უფიქსირდებათ, რაც შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 41%-იანი ზრდაა (413.5 მლნ).
ყველაზე მეტი – თითქმის 100 მილიონი ლარის მოგება მიიღო საქართველოს ბანკმა. მეორე ადგილზე მოგების მაჩვენებლით თიბისი ბანკია. მისი მოგება 71 მილიონ ლარზე მეტად გაიზარდა. ორივე ლიდერ ბანკზე მთლიანი საბანკო სექტორის მოგების 82% მოდის – 481,257 მილიონი ლარი.
საბანკო ბაზარზე მხოლოდ ორი ზარალიანი ბანკია – სილქ ბანკი, რომელიც ციფრულ ბანკად გარდაქმნას აპირებს და პეისერა, რომელსაც საქმიანობა ჯერ არ დაუწყია.
ბანკების რეიტინგი წმინდა მოგებით (იანვარ-მარტი 2023 წ):
● საქართველოს ბანკი – 280,057 მილიონი ლარი
● თიბისი ბანკი – 201,200 მილიონი
● ლიბერთი ბანკი – 19, 437 მილიონი ლარი
● კრედო – 15,175 მილიონი ლარი
● ვითიბი – 11.049 მილიონი ლარი