საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის 5.5 მლნ ლარის ღირებულების ტენდერს ამხანაგონა ემ-სი მეგავატი.ჯი იგებს, რომლის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
ტენდერში წინადადებების მიღება 21 აპრილს დასრულდა და ამჟამად სტატუსი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა. ამხანაგობა ემ-სი მეგავატი.ჯი კი ერთადერთი კანდიდატია.
პასუხისმგებელი იქნება როგორც პროექტის შექმნაზე, ასევე სამშენებლო
სამუშაოების წარმოებაზე.
დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტების საგარანტიო პერიოდი განსაზღვრულია სამუშაოების დასრულებიდან 1 წლით. საგარანტიო ვადის პერიოდში დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%.
მიმწოდებელი ვალდებულია, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგინოს და სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს წინამდებარე ტექნიკური დავალების შესაბამისად.
ტენდერის ერთ-ერთი მოთხოვნის მიხედვით, პრეტენდენტს 2018 წლიდან დღემდე უნდა ჰქონდეს არაუმეტეს 2 (ორი) დასრულებული ხელშეკრულება, სულ მცირე 164 ათასი ლარის ღირებულების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით.
ამხანაგობა ემ-სი მეგავატი.ჯი-ის შესახებ google-ში ინფორმაცია არ იძებნება. კომპანიაზე ინფორმაცია არც საჯარო რეესტრის სააგენტოს ვებგვერდზეა.
წყარო: GBC.ge