2023 წლის 5 თვეში კომერციული ბანკების შემოსავლები 3.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც 24%-ით არის გაზრდილი შარშანდელ ანალოგიური პერიოდთან შედარებით.
მაისში კომერციულმა ბანკებმა 237 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს და 5 თვის განმავლობაში მიღებულმა მოგებამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა (1,007 მილიარდი ლარი), რაც 47%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
გაზრდილია მათი შემოსავლები როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების დაკრედიტებიდან.
წელს 5 თვეში სულ ფიზიკური პირების სესხებიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.34 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 16%-ით მეტია. ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 18%-ით გაიზარდა და 890 მილიონი ლარს გადააჭარბა.
ბანკებმა არასაპროცენტო შემოსავლების სახით 759 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით არის გაზრდილი, აქედან, საკომისიოებიდან 241 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, ხოლო ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან მიღებულმა მოგებამ 263 მილიონი ლარი შეადგინა.