2024-ის 5 თვეში საბანკო სექტორმა 1.2 მლრდ ლარის წმინდა მოგება აჩვენა.
მაისის ბოლოსთვის კომერციულ ბანკებს 24%-იანი წლიური ზრდა უფიქსირდებათ.
საბანკო სექტორმა აპრილის თვეში ჯამში ₾225 მლნ-მდე მიიღეს, მაისში კი მათი მოგება 279 მილიონს აღემატება.
ბაზარზე არსებული 17 ბანკიდან 12 მომგებიანია.
1.220 მლრდ ლარამდე ჯამური მოგების 96%-ს ინაწილებს 6 ლიდერი ბანკი.
ხოლო ორი უდიდესი ბანკის – თიბისის და საქართველოს ბანკის მოგების წილი(1 067 190 ლარი) 87%-ზე მეტია.
5 ბანკს ზარალი უფიქსირდება. სულ ზარალის ოდენობა 5,65 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 509 000 ლარი, სანქცირებული ვითიბი ბანკზე მოდის.
5 თვეში ₾ 2.75 მლნ. ლარის ზარალი აქვს სილქ ბანკს. ასევე ზარალზე არიან ბაზარზე არსებული ციფრული ბანკები, სს “პეისერა ბანკი საქართველო”, სს “პეივ ბანკი ჯორჯია”, სს “ჰეშ ბანკი”.
ცნობისთვის, ციფრული საბანკო სექტორი ჯერ სატესტო რეჟიმში ოპერირებს. ისინი არასრული საოპერაციო საქმიანობას ახორციელებენ.
TOP-6 ბანკი წმინდა მოგებით(მლნ. ლარი):
01.06 2024 2023წ.
საქართველოს ბანკი 619 823 1 300 914
თიბისი 447 367 1 079 890
ლიბერთი ბანკი 43 027 81 162
ბაზისბანკი 31 657 71 959
პროკრედიტ ბანკი 15 330 43 748
კრედო 15 212 39 185
წყარო: ბიზნესპარტნიორი