4 აგვისტოს 10:00-ისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავშირება ვერ ხერხდება შოვში, სტიქიის ზონაში მყოფ 35 ადამიანთან.
ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მედიასთან განაცხადა.
„ამ მომენტისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომლებიც უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდნენ მაშველებთან ერთად. სამაშველო ოპერაცია გრძელდება სრული მასშტაბით, ვერტმფრენების გამოყენებით და მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, ვისთან დაკავშირებაც ვერ ხერხდება, 35-ია ასეთი ადამიანია. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება, დაზუსტება”, – თქვა ირაკლი ქარსელაძემ.