$35 მილიონად შეფასებულ 10,57 კარატიან ვარდისფერ ბრილიანტს გასაყიდად Sotheby’s აუქციონზე 8 ივნისს გამოიტანენ. ამ სახეობის ბრილიანტს, მისი უნაკლო, ღია მოლურჯო-ვარდისფერი შეფერილობის გამო, The Eternal Pink – „მარადიული ვარდისფერი” უწოდეს. ეს იქნება ყველაზე ძვირად ღირებული ბრილიანტი, რომელიც აქამდე აუქციონზე გასაყიდად გამოუტანიათ.
Sotheby’s-ს ბრილიანტის თითო კარატი $3,3 მილიონზე მეტად აქვს შეფასებული, რაც რეკორდული ფასია. ბალიშის ფორმის ბრილიანტს ჯერ ჰონგ კონგში ჩაიტანენ. ხოლო შემდეგ ძვირფასი ქვა გაემგზავრება დუბაიში, სინგაპურში, შანხაიში, ტაივანსა და ჟენევაში. ბოლოს კი, 8 ივნისს ნიუ იორკში ჩაიტანენ.
The Eternal Pink 23,78-კარატიანი უხეში ალმასის სახით ბოტსვანაში მოიპოვეს. ძვირფასი ქვის დამუშავებას და მის ამჟამინდელ ფერში გაპრიალებას ექვსი თვე დასჭირდა.
Sotheby’s-ზე ვარდისფერი ბრილიანტი ადრეც გაყიდულა. 59,60 კარატიანი ოვალური ფორმის ბრილიანტი 2017 წელს ჰონგ კონგში $71,2 მილიონად გაიყიდა,
2022 წლის 8 ოქტომბერს კიდევ ერთი 11,15-კარატიანი ვარდისფერი უნაკლო ბრილიანტი, $57,7 მილიონად Sotheby’s-მ ასევე ჰონგ კონგში გაყიდა.
ვარდისფერი და ლურჯი ბრილიანტები ძვირფას ქვებს შორის ფასით ლიდერობენ. ამას მათი იშვიათობა განაპირობებს. ფერად ბრილიანტებში ვარდისფერი ერთ-ერთი ყველაზე იშვიათია.