საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც დროის გარკვეულ პერიოდში შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
კერძოდ, 2023 წლის 3 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით 11:00 საათიდან 19:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალი იქნება.