ლარის აშშ დოლართან გამყარების ტენდენცია 28 მარტის ვაჭრობის შედეგად გაგრძელდა. დოლარის მიმართ ლარის კურსის ცვლილებამ 0.42 თეთრი შეადგინა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება უკვე 2.5712 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი დაეცა ევროსთან მიმართ 1.01 თეთრით. შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7828 ლარი გახდა.
0.85 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1654 ლარს შეადგენს.
ერთი თურქული ლირა 13.46 თეთრი ღირს.