26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და პირველი დამოუკიდებელი მთავრობა ჩამოაყალიბა.
1921 წლის თებერვალში საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა დაასრულა, საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის შედეგად.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა – ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
26 მაისს ღონისძიებები საქართველოს 16 ქალაქში იმართება: