პარლამენტის დეპუტატებს და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირებს 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ხელფასი გაეზრდებათ.
მაღალჩინოსნებისთვის მინიჭებული ხელფასის შესაბამისი კოეფიციენტი საჯარო სამსახურში დაწესებულ საბაზისო ანაზღაურებაზე გამრავლდება და მისი ხელფასიც ამის შესაბამისად განისაზღვრება.
მინიჭებული კოეფიციენტების შესაბამისად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან
- საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ხელფასი 13 300 ლარი გახდება;
- მინისტრების, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების – 11 305 ლარი.
- პარლამენტის წევრს, რომელსაც არ უკავია საპარლამენტო თანამდებობა, ხელფასი გაეზრდება 3 626 ლარით და 8 250 ლარი გახდება;
- პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 3 260 ლარით და გახდება 10 000 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 100 ლარით და გახდება 9 500 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზრდება 2 910 ლარით და გახდება 9 250 ლარი;
- კომიტეტის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 3 460 ლარით და გახდება 9 000 ლარი;
- კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 950 ლარით და გახდება 8 750 ლარი;
- კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 760 ლარით და გახდება 8 500 ლარი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი ხარჯი 3.9 მლნ-დან 4.3 მლნ ლარამდე იზრდება.
მთავრობის ადმინისტრაციის10.6 მლნ-დან 13.3 მლნ ლარამდე. აღნიშნული ზრდა საჯარო მოხელეებისთვის ინდექსაციით (10%) გაზრდილ შრომის ანაზღაურებასაც მოიცავს.
საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდის კანონპროექტი 2024 წლის 7 მარტს 77 ხმით მიიღო. კანონი ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.
წყარო: bm.ge