Yardeni Research-ის პროგნოზის თანახმად, თუ ინფლაცია დაიწყებს ზრდას, უნცია ოქროს ფასმა 2025 წლის ბოლოსთვის $3500-ს შეიძლება მიაღწიოს.
თქმით, მომავალი წლის ბოლოსთვის ოქროს ფასი 3500 დოლარამდე, ანუ 49%-მდე გაიზრდება.
„ოქროს ფასი ახალ მაქსიმალური ნიშნულისკენ მიდის. ხელფას-ფასის სპირალი, რომელიც დაკავშირებულია ნავთობის ფასების მატებასთან, ძალიან ჰგავს 1970-იანი წლების დიდ ინფლაციას, როდესაც ოქროს ფასი გაიზარდა. ამ სცენარით, ოქროს ფასი 2025 წლისთვის. შეიძლება იყოს 3000-3500 დოლარი უნციაზე, რაც რეალისტური სამიზნეა“, – თქვა Yardeni Research-ის პრეზიდენტმა ედ იარდენმა.
ოქროს ფასმა წლის დასაწყისიდან მეთოთხმეტედ მიაღწია ახალ ისტორიულ მაქსიმუმს და მსოფლიო ბირჟაზე დღეისათვის უნცია $2,355 ღირს.
ოქროს გაძვირება დაჩქარდა აპრილში, რადგან გამოჩნდა იმის ნიშნები, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი რეფინანსირების განაკვეთების შემცირებას უახლოვდება, რასაც ემატება გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ჩინეთის მხრიდან ოქროზე გაზრდილი მოთხოვნა.