2024 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობის და მსხვილი ინფრასტრუქტურულ პროექტების შემცირების შედეგად, სამშენებლო მასალებზე გლობალურმა მოთხოვნამ დაიკლო. თავის მხრივ, უძრავი ქონების გაყიდვები შეაფერხა მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის შესუსტებამ, რაც ცხოვრების ხარჯების ზრდით და მაღალი საპროცენტო განაკვეთებით იყო გამოწვეული.
შედეგად, 2024 წელს სამშენებლო მასალების მსოფლიო ბაზარი დაახლოებით 2.0%-3.0%-ით შემცირდება,- ამის სესახებ ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებული სამშენებლო მასალების ინდუსტრიის კვლევაშია აღნიშნული.
თუმცა, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ მომავალი წელს სიტუაცია გაუმჯობესდება. საჯარო სექტორის ხარჯების მოსალოდნელი ზრდა და გაუმჯობესებული ეკონომიკური პერსპექტივა 2025 წელს სამშენებლო მასალების ბაზრის 4.5%-5.0%-ით გაზრდას გამოიწვევს. ხოლო 2026 წელს კი ზრდა 5.0%-5.5%-ის ფარგლებში იქნება.