მარცვლეულის გლობალურ ბაზარზე 2025 წელი ფასების მატებით დაიწყო.
ხორბლის ფიუჩერსები გაიზარდა დაახლოებით $5.50-ით ბუშელზე.
პარიზის ბირჟაზე მარტის ფიუჩერსებით ტონა ხორბალი 2 იანვარს 238 ევროდ იყიდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ხორბლის ფასი 17 ევროთი არის გაზრდილი, წინა წელთან შედარებით.
ფასების ზრდას იწვევს ის ფაქტი, რომ რუსეთი და ევროკავშირი წელს მსოფლიო ბაზრისთვის ხორბლის გაცილებით მცირე მოცულობის მიწოდებას შეძლებენ.
რუსეთის ცენტრალურ და ვოლგის რეგიონებში იანვარში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
ამავდროულად, რუსულმა სასოფლო-სამეურნეო საკონსულტაციო კომპანია IKAR-მა გამოაცხადა, რომ ხორბლის ექსპორტი 2025/26 წლებში 41 მილიონ ტონამდე შემცირდება, 43.5 მილიონი ტონიდან.
მცირე მოსავლის გამო, მსოფლიო ბაზარზე გაყიდვები შეუმცირდა ევროკავშირსაც, განსაკუთრებით საფრანგეთს.
ევროკავშირის ქვეყნებში ფასების ზრდა კიდევ უფრო დიდია. რეგიონული ბირჟა Emmelord-ში ტონა ხორბლის ფასმა 228 ევროდან 231 ევრომდე მოიმატა. ეს თითქმის €25-ით მეტია, ვიდრე 2024 წლის დასაწყისში.
ანალიტიკოსების თქმით, ერთი წლის წინ ბაზარი გაჯერებული იყო. შავი ზღვის ქვეყნებში ხორბალი დიდი მოცულობით იყო და ეს რეგიონი მსოფლიო ვაჭრობაში დომინირებდა.