ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2025 წლის პროგნოზს გადახედა და ის 5-დან 6.7%-მდე გაზარდა.
რაც შეეხება მშპ-ს გრძელვადიან პროგნოზს, სებ-ი ვარაუდობს, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გრძელვადიან პერიოდში, მისი პოტენციური დონის, 5%-ის, ფარგლებში დასტაბილურება.
ეროვნული ბანკის განმარტებით, აღნიშნული პროგნოზი ეკონომიკაში ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზებისა და მიმდინარე ძლიერი ეკონომიკური ზრდის საფუძველზე გაკეთდა.
“საქართველოში კვლავ მაღალია ეკონომიკური აქტივობა, რასაც ეკონომიკის სტრიუქტურული ცვლილებები განაპირობებს, რაც მშპ-ის ზრდაში პროდუქტიული სექტორების მაღალი წვლილით დასტურდება. ამ ფაქტორმა გაანეიტრალა ინფლაციური წნეხი, რასაც ძლიერი მოთხონის არსებობა იწვევს, რაც რაც კვლავ საყურადღებო ფაქტორად რჩება”,- ამბობს სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა.