2024 წლის ბოლომდე დედამიწის მოსახლეობა 8,2 მილიარდს მიაღწევს, ამის შესახებ მონაცემებს გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი აქვეყნებს.
ყოველწლიური ანგარიშში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ დედამიწის მოსახლეობა მომდევნო 50-60 წლის განმავლობაში ზრდას კიდევ გააგრძელებს და პიკს, კერძოდ, 10,3 მილიარდს 2080-იანი წლების შუაში მიაღწევს.
ანგარიშის მიხედვით, განვითარებულ ქვეყნებში შობადობის სწრაფი ვარდნა ფიქსირდება და მაგთან 63 ერსა და რეგიონში მოსახლეობის რაოდენობამ უკვე მიაღწია პიკს, რაც მთლიანი მოსახლეობის 28%-ს შეადგენს. აქვე აღნიშნულია, რომ ყოველი მეოთხე ადამიანიდან დაახლოებით ერთი ცხოვრობს ერში, რომლის მოსახლეობამ პიკს მიაღწია.
კიდევ 48 ქვეყნისა და რეგიონის მოსახლეობა პიკს 2025-2054 წლებში მიაღწევს, რაც შეადგენს გლობალური მოსახლეობის 10%-ს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციით პროგნოზით, დარჩენილი 126 ერის მოსახლეობა გაიზრდება 2054 წლამდე და სავარაუდოდ პიკს მიაღწევს საუკუნის ბოლოს ან 2100 წლის შემდეგ.
გაეროს სტატისტიკით, ამჟამად, გლობალურად ქალებს საშუალოდ ჰყავთ ერთით ნაკლები შვილი, ვიდრე 1990 წელს.
ამ დროისთვის, შობადობის გლობალური მაჩვენებელი შეადგენს 2,3 ცოცხალი ბავშვის დაბადებას ქალზე, რაც შემცირებულია 1990 წლისთვის დაფიქსირებული 3,3-ის მაჩვენებლიდან.
ქვეყნების ნახევარზე მეტს აქვს შობადობა ქალზე 2,1 ქვემოთ, რაც არის დონე, რომელიც საჭიროა მუდმივი რიცხოვნობის შესანარჩუნებლად.
გაერო თავის ანგარიშში ასევე მიუთითებს, რომ ჩვილების მნიშვნელოვანი რაოდენობა – 4,7 მილიონი, რაც 2024 წელს გლობალურად დაბადებული ბავშვების დაახლოებით 3,5% -ია, დაიბადა 18 წლამდე ასაკის ქალებში, ხოლო 340,000 დაიბადა 15 წლამდე ასაკის გოგონებში. ამას საზიანო გავლენა ჰქონდა ქალებზე, ასევე მათი შთამომავლების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
გაერო აღნიშნავს, რომ ახალგაზრდების, განსაკუთრებით გოგონების განათლებაში ინვესტირება და ქორწინებისა და პირველი ორსულობის გადადება იმ ქვეყნებში, სადაც ეს მოვლენა ჩვეულებრივზე ადრე ხდება, სარგებელს მოუტანს ქალთა ჯანმრთელობას, განათლების მიღწევებს და სამუშაო ძალაში მათ მონაწილეობას.