2024 წლის ივლისის ბოლოსთვის საქართველოს საბანკო სექტორის 17 კომერციული ბანკის საერთო აქტივებმა 86.8 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,8%-ით მეტია. 2023 წლის ივლისის ბოლოს ბანკების საერთო აქტივები 71,258 მილიარდი ლარი იყო.
საბანკო სექტორის კაპიტალმა 13 მლრდ ლარი შეადგინა, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15%-ია. საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებს შორის 13-საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით არის წარმოდგენილი. ამასთან, ბანკების მთლიან კაპიტალში უცხოური კაპიტალის წილი 50 %-ს აღემატება.
ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით(31.07.2024/ ლარი):
თიბისი | 34 287 420 | |
საქართველოს ბანკი | 33 339 228 | |
ლიბერთი | 4 588 617 | |
ბაზისბანკი | 3 504 266 | |
კრედო | 2 719 790 | |
პროკრედიტ ბანკი | 1 927 968 | |
ტერა ბანკი | 1 831 180 | |
ქართუ | 1 718 157 | |
ხალიკ ბანკი | 891 771 |