2024 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის
ბრუნვის მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა და 53.6 მილიარდი ლარი შეადგინა.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.
2024 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 20.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის
შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.5%-ით მეტია.
2024 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 66.5% მსხვილ
ბიზნესზე მოდიოდა, 15.1% – საშუალოზე, ხოლო 18.4% კი – მცირე ბიზნესზე.
მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში:
მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46%, საშუალოზე – 24.3%,
ხოლო მცირე ბიზნესზე – 29.7%.
ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (20.3%) და ვაჭრობა (19%), შემდეგ მოდის მშენებლობა (18.1%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.1%), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 33.5%-იანი წილი უჭირავს.