2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, მშპ 0.3%-ით გაიზარდა როგორც ევროზონაში, ისე ევროკავშირში. წინასწარ ინფორმაციას ევროსტატი აქვეყნებს. 2024 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდა ასევე 0,3% იყო ორივე ზონაში.
უფრო კონკრეტულად მშპ გაიზარდა 0,6%-ით ევროზონაში და 0,7%-ით ევროკავშირში 2024 წლის მეორე კვარტალში.
პირველ კვარტალში ევროზონაში მშპ +0,5%-ით და ევროკავშირში +0,6%-ით გაიზარდა.
ყველაზე მაღალი ზრდა წინა კვარტალთან შედარებით ირლანდიას ჰქონდა +1.2%, მას მოჰყვება ლიტვა (+0.9%) და ესპანეთი (+0.8%).
ყველაზე მაღალი კლება დაფიქსირდა ლატვიაში (-1,1%), შვედეთში (-0,8%) და უნგრეთში (-0,2%). წლიური ზრდის ტემპი დადებითი იყო რვა ქვეყანაში, ხოლო უარყოფითი სამი ქვეყნისთვის.
2024 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებული მონაცემები 2024 წლის 14 აგვისტოს გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მეორე კვარტლის მშპ-ს ზრდის წინასწარი სწრაფი შეფასება ეფუძნება 18 წევრი სახელმწიფოს მონაცემებს, რომლებიც მოიცავს ევროზონის მშპ-ს 96%-ს და ევროკავშირის მშპ-ს 94%-ს.