საქართველოში, 2024 წლის პირველ ექვს თვეში, 457 გვტ.სთ. ელექტროენერგია შემოვიდა, რომლის 91% (417.6 გვტ.სთ.) რუსეთიდან აფხაზეთის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იყო იმპორტირებული.
აღნიშნულ პერიოდში ჯამურად იმპორტის მაჩვენებელი წლიურად 24%-ით არის შემცირებული.
ელექტროენერგიის იმპორტი ქვეყნების მიხედვით გვტ.სთ
ამავე პერიოდში, აზერბაიჯანიდან იმპორტირებულია 39.3 გვტ.სთ. ელექტროენერგია და ის საბალანსო ელექტროენერგიის სახით არის შეძენილი. იმპორტში ჯამურად გადახდილი თანხა $3.1 მილიონია.
დანახარჯები იმპორტზე, მლნ. აშშ დოლარი
იმპორტის შემცირების საშუალებას იძლევა ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდაც. 2024 წლის პირველ ნახევარში, ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში 3.9%-ით გაიზარდა და 7.33 ტვტ.სთ.-ს მიაღწია. მთლიან გამომუშავებაში ჰიდროსადგურების წილი 82.6% იყო, თბოსადგურების წილი 16.9%, ხოლო ქარის ენერგიის წილმა 0.5% შეადგინა.
ამას ემატება აფხაზეთის მიერ მოხმარების შემცირება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება კლებადია. 2024 წლის პირველ ორ კვარტალში, მოხმარება 5.6%-ით შემცირდა.