2024 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს
რეზიდენტი მოგზაურების 758.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 7.4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
გასვლების უდიდესი ნაწილი, 44.4%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ
განხორციელებულმა ვიზიტებმა 3 603.0 ათასი შეადგინა, რაც 6.8%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 402.1 ათასი
ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის
მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად,
237.4 ათასი და 119.0 ათასი ვიზიტი.