საინვესტიციო კომპანია PMCG-ის(პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო კომპანია) მონაცემებით, 2024 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 180 ლარი შეადგინა, რაც 3%-ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით, 4-ვარსკვლავიან სასტუმროების ნომრის საშუალო ღირებულებამ – 278 ლარი (+3%) შეადგინა, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებისამ – 574 ლარი (+12%), ხოლო საოჯახო სასტუმროების საშუალო ფასი 12%-ით შემცირდა და 113 ლარი შეადგინა.
2024 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 3,198 განთავსების საშუალების მიმწოდებელი, რომელთა უმეტესობა მდებარეობს სამეგრელოზემო სვანეთში (19%), თბილისსა (17%) და აჭარაში (15%).
2024 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში სასტუმროების ოთახების რაოდენობა 53,759-ს იყო, ხოლო საწოლი ადგილების რაოდენობა – 128,015-ს შეადგენდა.
2024-2028 წლებში ქვეყნის მასშტაბით 22 ბრენდირებული სასტუმროს გახსნა იგეგმება, რაც ოთახების რაოდენობას გაზრდის 2,865-ით (+5,3%), ხოლო საწოლების რაოდენობას 5,550-ით (+4,3%).