Galt&Taggart-ის მიმოხილვიდან ირკვევა, რომ 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში $52 მილიონის ღირებულების ხორბალი შემოვიდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღირებულებით გამოსახულებაში 35.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კიდევ უფრო დიდი იყო ზრდა მოცულობის თვალსაზრისით.
9 თვეში იმპორტირებული ხორბლის მოცულობა 55.9%-ით არის გაზრდილი, რაც შემცირებულმა საშუალო საიმპორტო ფასმა განაპირობა (-13.0% წ/წ).