2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $14, 700.8 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით 3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $4,174 მილიარდს
შეადგენს (გაიზარდა 2.5%-ით), ხოლო იმპორტი $10,527 მილიარდს(გაიზარდა 3.3%-ით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში, $6, 353 მილიარდი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2%-ია.
საქართველოდან ექსპორტში უდიდესი წილი დსთ-ს ქვეყნებზე მოდის- 68,4%. ხოლო ევროკავშირის ქვეყნების წილი 8,2%-ია.
საპირისპირო სურათია იმპორტის თვალსაზრისით, ევროკავშირის ქვეყნებს 26,4% უკავიათ, ხოლო დსთ-ს ქვეყნების წილად იმპორტის 20% მოდის.