საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $14, 703.2 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია.
აქედან, ექსპორტი $4,173.4 მილიარდი იყო (გაიზარდა 2.4%-ით), ხოლო იმპორტი $10,529.8 მილიარდი(გაიზარდა 3.3%-ით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-აგვისტოში $6,356.3 მილიარდი შეადგინა,
რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2%-ია.