ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, 2024 წლის 7 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტმა საწვავის აქციზიდან 372 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46 მილიონი ლარით, ანუ 14%-ით არის გაზრდილი.
რეკორდულია მატება ბენზინის და სხვა ნავთობპროდუქტების აქტიზის სახით გადახდილი თანხების სახით. ხოლო დიზელის აქციზის სახით გადახდილი თანხის კლება ფიქსირდება.
ბიუჯეტის შემოსავლები საწვავის სახეობების მიხედვით ასეთია:
ბენზინი – 192 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 12%;
დიზელი – 154 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 16%;
სხვა ნავთობპროდუქტები – 25 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 14%.
საქსტატის თანახმად, 2024 წლის 7 თვეში საქართველოში უცხოეთიდან $770 მილიონის ღირებულების ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტია.
საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში რეალიზებულ თითოეულ ლიტრ საწვავზე აქციზი 38 თეთრს შეადგენს. საწვავი ასევე იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ).