2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ხორბლის იმპორტი მოცულობის გამოსახულებაში წლურად 69.1%-ით, ხოლო ღირებულება 33.5%-ით არის გაზრდილი.
ხორბლის იმპორტი საქართველოში, მილიონი აშშ დოლარი
ღირებულების თვალსაზრისით იმპორტის შედარებით ნაკლები ზრდა იმპორტის ფასმა განაპირობა. ხორბლის საშუალო ფასი წინა წლის იანვარ- ივნისთან შედარებით – 21.1% -ით არის შემცირებული.
რაც შეეხება მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასს, ბოლო დღეების განმავლობაში იმატებს.
ბუშელი ხორბლის ფასი გლობალურ ბირჟაზე $5,4-მდე გაიზარდა, რაც გამოწვეულია ევროპაში ცუდი მოსავლის მოლოდინით. საფრანგეთს 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხორბლის ყველაზე მცირე მოსავლის წინაშე დგას. წვიმამ და დაბალმა ტემპერატურამ სერიოზულად იმოქმედა ხორბლის მოსავლიანობაზე და მის ხარისხზე.
ევროკავშირში 2024/25 წლების ხორბლის მოსავლის პროგნოზი 130-დან 127,4 მლნ ტონამდე არის შემცირებული, რაც 5,9%-ით ნაკლებია 2023/24 წლების (134,9 მლნ ტონა) მაჩვენებელზე. წარმოება შემცირებულია გერმანიაში, უნგრეთში, პოლონეთსა და რუმინეთშიც.
თუმცა, ევროპის ცუდ მოსავალს აკომპენსირებს აშშ-ში, არგენტინასა და სხვა დიდ მწარმოებელ ქვეყნებში გაზრდილი წარმოება. შესაბამისად, ბოლო 2 დღეა, ხორბლის ფასმა კლება დაიწყო და დღეს, საერთაშორისო ბირჟაზე ტონა ხორბალი $537 -ად ივაჭრება.