ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მარტში დეპორტაციის შესახებ შეტყობინება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის 103 515-ს მოქალაქეს გაეგზავნა, რომელთა შორის 5175 საქართველოს მოქალაქე იყო, რაც მთლიანი რაოდენობის 5%-ს შეადგენს.
დეპორტაციის ბრძანების ადრესატთა შორის ყველაზე დიდი წილი ალჟირისა და მაროკოს მოქალაქეებს ჰქონდათ, თითოეულს 7%. შემდეგ მოდიან თურქები (6%), შემდეგ სირიელები და ქართველები (5-5%).
ამავდროულად, საქართველო პირველ ადგილზეა იმ მოქალაქეების რაოდენობით, რომლებსაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დეპორტაციის შემდეგ მესამე ქვეყანაში გადაინაცვლეს. მათი წილი მთლიან რაოდენობაში 9%-ს შეადგენდა. ევროსტატის თანახმად, ასეთი საქართველოს 2750 მოქალაქე აღმოჩნდა.
ჩამონათვალში საქართველოს შემდეგ მოდიან ალბანეთი და თურქეთი (თითოეული 6%), კოლუმბია, მაროკო, ალჟირი და სირია (თითოეული 4%).
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, 2023 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, ევროკავშირიდან დეპორტირებულთა რიცხვი შემცირდა 7%-ით, ხოლო სხვა ქვეყანაში დაბრუნებულთა რაოდენობა გაიზარდა 11%-ით.
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების დეპორტაციის ყველაზე მეტი ბრძანება გასცა საფრანგეთმა (34 190), გერმანიამ (15 400) და ბელგიამ (6 965).