საქართველოში გენერაციის მიერ გამომუშავებული საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა.
2024 წლის ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულება 5.71 აშშ ცენტს გაუტოლდა, რაც წლიურად 9,1%-იანი ზრდაა.
ელექტროენერგიის ფასი საბალანსო ბაზარზე, აშშ ცენტი/კვტ.სთ
ელექტროენერგიის ღირებულების ზრდა 2023-24 წლების ზამთრის სეზონზე თბოსადგურების მიერ ძვირი ელექტროენერგიის წარმოებას უკავშირდება. თბოელექტროსადგურების იმპორტირებული ბუნებრივი აირის ფასის ზრდამ ელექტროენერგია გააძვირა. იმპორტირებული გაზის, რაც ძირითადად რუსეთიდან ხდება, ფასის ზრდა წლის დასაწყისიდან მიმდინარეობდა. მაისიდან თბოსადგურებს ელექტროენერგია აღარ უწარმოებიათ.
ამასთან, 2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავება 1.1%-ით შემცირდა.