მიმდინარე წლის თებერვალში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ერაყიდან – 3,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 77,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის რუსეთი – 0,9 ათასი ტონა (22,5%);
2024 წლის თებერვლის თვეში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 6,47 ათასი ტონა, რაც 3,37 ათასი ტონით ანუ 108,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (3,10 ათასი ტონა) შედარებით.
რაც შეეხება გათხევადებულ აირებს (LPG), მისი იმპორტის 99,8% (6,46 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.