აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა Brent-ის ნავთობის ფასის პროგნოზი 2023 წლისთვის ბარელზე $83,99-დან $82,40-მდე შეამცირა.
ენერგეტიკის ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) პროგნოზით, 2024 წელს ბარელი ნავთობის ფასი $94,24-დან $82,57-მდე დიაპაზონში იქნება.
სააგენტო ვარაუდობს, რომ დეკემბერში Brent-ის საშუალო ფასი ბარელზე $78 იქნება.
ამასთან, აღნიშნავს, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში OPEC+-ის ქვეყნების მიერ მოპოვების შემცირების ფონზე, ბარელი ნავთობის საშუალო ფასი ამ პერიოდში $84-მდე გაიზრდება.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი 2024 წლის პირველ კვარტალში ნავთობის გლობალური მარაგების დღეში 0,8 მილიონი ბარელით შემცირებას ელოდება.
დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ OPEC+-ის მიერ წარმოების შემცირება დაბალანსდება გლობალური მოთხოვნის შენელებით და Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი $80-ზე მაღლა შენარჩუნდება.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, OPEC+-ის მიერ ნავთობის დღიური მოპოვება 2024 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით, 0,6 მლნ ბარელით შემცირდება და 37,54 მლნ ბარელი იქნება.