2022-23 წლებში რეკორდულად მაღალი მოთხოვნის შემდეგ, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 2024 წელს გაყიდვების ტემპი შენელდა, ამის შესახებ Galt&Taggart– ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
ბათუმში ბინების გაყიდვების შენელება სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა, მათ შორის მიგრანტების ეტაპობრივმა გადინებამ, ფასების ზრდამ, მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა და ქვეყნის შიდა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ.
ამის მიუხედავად, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი შესადარის ქალაქებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავლიანობით ხასიათდება. ფასები კვლავ იზრდება, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია.
Galt&Taggart– ის პროგნოზით, 2025 წლისთვის ფასების არსებულ დონეზე შენარჩუნდება. ამასთან, ფასის ზრდის პოტენციალს ვხედავთ უცხოელი მყიდველების მხრიდან მოთხოვნის შემდგომი ზრდის შემთხვევაში.
Galt&Taggart-მა 2024 წლის აპრილში 6 სისტემური დეველოპერი გამოკითხა, რომელთაც მიმდინარე სამშენებლო პროექტები ბათუმში აქვთ. გამოკითხვამ აჩვენა, რომ პირველად
ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა 2024 წლის 9 თვეში წლიურად 22.9%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ ეს შემცირება ადგილობრივებზე და რუსეთის მოქალაქეებზე გაყიდვების კლებას უკავშირდება.
სამაგიეროდ ისრაელის მოქალაქეებზე გაყიდვები წლიურად თითქმის 55%-ით გაიზარდა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვები შედარებით ნაკლებად შემცირდა.
Galt&Taggart– ის შეფასებით, მომავალში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან მაღალ მოთხოვნას შემოსავლიანობის მაღალ დონეზე შენარჩუნება განსაზღვრავს.
სურათი მსგავსია მეორად ბაზარზეც. ჯამურად 2024 წლის 9 თვეში მეორად ბაზარზე 4,752 ბინა გაიყიდა, რაც 10.0%-იანი წლიური კლებაა და მიგრანტების გადინებითაა განპირობებული.
ბინების ფასები ბათუმში
ბათუმში პირველად ბაზარზე საშუალო ფასმა განაგრძო ზრდა და წინა კვარტალთან შედარებით
3.0%-ით გაიზარდა, თუმცა ფასის ზრდის ტემპი შენელებულია. 2022-23 წლების განმავლობაში, ფასების ზრდის ყოველთვიური ტემპი 2-3%-ს შეადგენდა, თუმცა 2024 წელს 1%-ზე დაბალია.
2024 წლის 9 თვეში, ბათუმში გაყიდული ბინების ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ $675.5 მლნ. შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდს 10.0%-ით ჩემორჩება და ბინების გაყიდვების
შემცირების შედეგია.
უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასები ბათუმში, აშშ დოლარი/მ2
ბათუმში 2024 წლის სექტემბერში იჯარის ფასი ამავე წლის ივნისთან შედარებით შემცირდა, რაც
სეზონურობით იყო გამოწვეული. ქირის ამონაგები ამჟამად 9.0%-ს შეადგენს, რაც შესადარის
ქალაქებს მნიშნველოვნად აღემატება.