2024 წლის წელს ასაკობრივი პენსია გაიზრდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
მისივე თქმით, 70 წლის და მეტი ასაკის მქონე პირთა პენსია იზრდება 50 ლარით 415 ლარამდე. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 500 ლარს მიაღწევს.
70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 315 ლარს მიაღწევს, ხოლო მაღალმთიან რეგიონში 380 ლარი იქნება.
სულ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ბიუჯეტი 2024 წელს 870 მილიონით გაიზრდება.