საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალმა 18.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.9%-ით ნაკლებია (რაც დაახლოებით 1.3 მილიონი ლარია).
აღნიშნული შემცირება სატელევიზიო კომერციული შემოსავლების შემცირების ხარჯზე მოხდა. კერძოდ, 2024 წლის მესამე კვარტალში მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა 10%-ით დაიკლო და 16 მილიონი ლარი შეადგინა.
ამ თანხიდან ყველაზე მეტი, მთლიანი სარეკლამო შემოსავლის 35%, ტვ “იმედმა” მიიღო – 5,6 მილიონი ლარი, რაც გასული წლის იმავე პერიოდში მიღებულ სარეკლამო შემოსავალზე 11%-ით ნაკლებია. მთლიანი სარეკლამო შემოსავლის 13,1% “რუსთავი 2″ -ში შევიდა.
ტელევიზიებზე სარეკლამო შემოსავლები ასე ნაწილდება:
- ტვ იმედი -5,6 მილიონი ლარი(-11%)
- მედია ჰოლდინგი(რუსთავი 2)- 2,1 მილიონი (-8%)
- მთავარი არხი- 1,6 მილიონი(-7%)
- პოს ტვ- 1,4 მილიონი ლარი(-11%)
- ტვ პირველი- 1,2 მილიონი ლარი(-2%)
- ფორმულა- 0,8 მილიონი ლარი(-35%)
- ბიემჯი- 0,8 მილიონი ლარი(+14%)
- ჯი-დი-ეს ტვ – 0,6 მილიონი ლარი(-14%)
- საზოგადოებრივი მაუწყებელი- 0,5 მილიონი ლარი(0)
- სილქნეტი- 0,2 მილიონი ლარი(+200%)
ტვ იმედზე რეკლამის ყველაზე დიდი დამკვეთები არიან: Henkel Central Asia Caucasus LLP 100,000 – 500,000; კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია 100,000 – 500,000; პსპ ფარმა 100,000 – 500,000; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 100,000 – 500,000;
ნესტლე საქართველო 100,000 – 500,000; LOréal 100,000 – 500,000; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 100,000 – 500,000; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 100,000 – 500,000;
შპს ავენიუ ბაი ორბი 100,000 – 500,000; კოლგეიტ პალმოლივი 100,000 – 500,000.
2024 წლის მესამე კვარტალში კომერციული სარეკლამო შემოსავლების კლება დიდწილად განაპირობა წინასაარჩევნო პერიოდმა, როდესაც მაუწყებლები სარეკლამო დროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებას უთმობდნენ, რამაც კომერციული რეკლამისთვის გამოყოფილი სარეკლამო დროის შემცირება გამოიწვია.