საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოში 2.8 მილიონი უცხოელი ტურისტი შემოვიდა, რაც 2.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 41.7%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ სულ 2.4 მილიონი ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2.5%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
არარეზიდენტების ვიზიტები განხორციელდა:
- დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით- 59.2%;
- მეგობრების/ნათესავების მონახულება 448.5 ათასი ვიზიტი-19%;
- ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადასასვლელად 307.6 ათასი – 13.1%;
- პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა- 90 ათასი-3,8%;
- შოპინგი- 75,5 ათასი- 3,2%;
- სხვა- 39 ათასი-1,7%
2024 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 496.0 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.6 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა თურქეთი 17.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 13.1%-იანი წილით.
შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (583.5
ათასი), თურქეთისა (436.3 ათასი) და სომხეთის (344.6 ათასი) მოქალაქეების მიერ.