2024 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის(მშპ) მოცულობა მიმდინარე ფასებში 22.1 მლრდ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.6% შეადგინა.
საქტატისტის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის II კვარტალში 2.5%-ით განისაზღვრა.
2024 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.4%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (35.7%), განათლება (21.3 პროცენტი), დამმუშავებელი მრეწველობა (11%), მშენებლობა (13%), ტრანსპორტი და დასაწყობება (16.1%).
რაც ეხება კლებას, კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-6.3%), სხვა სახის მომსახურება (-1.4%).
მშპ-ს დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი აქვს ვაჭრობას (15%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს (9.8%). შემდეგ პოზიციებს იკავებს დამმუშავებელი მრეწველობა (9.1%), მშენებლობა (8.4%), სახელმწიფო მმართველობა (7.4%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.2%), განათლება (6%), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9%).