2024 წლის II კვარტალში, საქართველოში მოქმედი ინტერნეტ კომპანიების შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,9%-ით გაიზარდა და 103.3 მლნ ლარი შეადგინა.
გაიზარდა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტით მოსარგებლე აბონენტების რაოდენობაც. წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით ზრდამ 2,7%-ს შეადგინა და აბონენტების საერთო რიცხვმა 1,126 მილიონს მიაღწია. აბონენტების 95% ფიზიკური, ხოლო 5% იურიდიული პირია.
ბაზრის ლიდერი კვლავაც კომპანია მაგთიკომია, რომელიც აბონენეტების 46,9%-ს ფლობს.
აბონენტების 34%- სილქნეტის მომხმარებელია. 3,9%- ახალი ქსელების ფიქსირებულ ინტერნეტს იყენებს, 6%- სქაიტელს, ხოლო 9,9%- სხვა ქსელების მომხმარებელია.
შესაბამისად, ყველაზე მეტია კომპანიის შემოსავალიც.
კერძოდ, მაგთიკომს ეკუთვნის სექტორის მთლიანი შემოსავლების 46,1%. მისმა შემოსავლებმა მიმდინარე წელს მოიმატა და 47,7 მილიონი ლარი შეადგინა.
ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები(მლნ. ლარი):
რაც შეეხება ოპტიკური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობას, 2024 წლის II კვარტალში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ოპტიკური ინტერნეტის ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა 36 ათასით გაიზარდა და 968 ათასი შეადგინა.
ოპტიკური ინტერნეტის ფიზიკური პირი აბონენტების გადანაწილება კომპანიების მიხედვით:
MagtiCom – მაგთიკომი: 53%
Silknet – სილქნეტი: 32.7%
Akhali Kselebi-ახალი ქსელები: 6.2%
სხვა: 8.1%