მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შემოსავალი გაეზარდათ. გაზრდილია სექტორის წმინდა მოგებაც.
2024 წლის I ნახევარში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ₾67 მილიონ ლარამდე მოგება მიიღეს.
აღნიშნულ პერიოდში სექტორის შემოსავალი 237 მლნ ლარს შეადგენდა (2024 წლის I კვარტალში – 114.4 მლნ).
საიდან იღებენ მისოები შემოსავალს
ივნისის ბოლოსთვის მისოების სასესხო პორტფელი 1,9 მლრდ ლარამდე გაიზარდა (2024 წლის I კვარტალში – ₾1.7 მლრდ) და ყველაზე მეტი, 908 230 კრედიტი ფიზიკურ პირს აქვს აღებული.
სულ, გაცემულია 909 177 სესხი.
შემოსავლის 90%-მდე, 208 მლნ ლარი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა სამომხმარებლო სესხებიდან მიიღეს.
შემოსავლის 40% (₾94 მლნ) სალომბარდე მომსახურებიდან არის მიღებული.
პრობლემური (უიმედო) სესხების წილი მთლიანი სესხების 2%-მდეა.
გაცემული სესხების მიხედვით ბაზრის ლიდერია რიკო კრედიტი, რომლის სასესხო პორტფელი 525, 920 მილიონ ლარს აღემატება. მეორე პოზიციას იკავებს კრისტალი, 469,648 მილიონის პორტფელით. სვის კაპიტალის სასესხო პორტფელი 210,7 მილიონ ლარს შეადგენს. ხოლო MBC-ის პორტფელი 107,2 მილიონია.
|
H1.2024 |
|
Q1/2024 |
|
აქტივები |
2,2 მლრდ |
₾ |
2.07 მლრდ |
|
სესხები |
1.9 მლრდ |
₾ |
1.7 მლრდ |
|
შემოსავალი |
237 მლნ |
₾ |
114.4 მლნ |
|
წმინდა მოგება |
66.9.მლნ |
₾ |
28.7 მლნ |
|
წყარო:სები
სულ მიკროსაფინანსო ბაზარზე 34 ორგანიზაცია ფუნქციონირებს. მათი საერთო აქტივები 2.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 15.7%-ით არის გაზრდილი წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით, როცა აქტივების მოცულობა 1.941 მლრდ. იყო.
პრობლემური სესხების წილი მთლიანი სესხების 2%-მდეა.