2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ადგილობრივმა ექსპორტმა (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $4.7 მლრდ შეადგინა, რაც 4.1%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 42.6%-ს შეადგენს, წინა წელთან შედარებით 4.9%-ით შემცირდა და $2.04 მლრდ-ს გაუტოლდა.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.6% შეადგენს.
უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი რუსეთია ($420.2 მლნ), თურქეთი ($304.4 მლნ) და ჩინეთი ($210.1 მლნ). ათეულში არ შედის ევროკავშირის რომელიმე წევრი ქვეყანა.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილს ფეროშენადნობები იკავებს- $226.8 მლნ-ით, რომლის წილი მთლიან ადგილობრივი ექსპორტში 11.1%-ს შეადგენს. აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 62%-ით არის გაზრდილი.
მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები $213.7 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.5%). მისი ექსპორტი წლიურად 10,8%-ით არის მომატებული. ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, $169.8 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3%). მისი ექსპორტი ერთ წელიწადში 237%-ით არის გაზრდილი.